LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოიჩკოვი საფარიში ნადირობისთვის გააკრიტიკეს

25

ხრისტო სტოიჩკოვი საფარიში მოკლული ცხოველების პუბლიკაციისთვის გააკრიტიკეს.
ლეგენდარულ ფეხბურთელს ძალიან უყვარს ნადირობა.

სტოიჩკოვის ფოტო დახოცილ ჟირაფთან, ზებრასთან და ნიანგთან საფარის ორგანიზატორების საიტზე გამოქვეყნდა. მასალამ სოცქსელებში ცხოველთა დაცვის მოძრაობის აქტივისტების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია, წერს Vesti.bg.

სტოიჩკოვი წლის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში ნადირობდა.

თანხა, რომელსაც მონადირე იხდის, დამოკიდებულია ცხოველის ზომასა და იშვიათობაზე. თეთრი ხარის მოკვლა 75 ათასი დოლარი ღირს, აფრიკული კამეჩის – 9,5 ათასი, ნიანგის – 8,5 ათასი.

შეგახსენებთ, ლეგენდარულ ბულგარელ ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვს საუკეთესო წლები ”ბარსელონაში” აქვს გატარებული, 1994 წელს კი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამავე წელს ბულგარეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

 

 

CeFoIMCXEAA9DF9

CeFoIEfWwAAoU7O

CeFoIKlW0AAmKWQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები