LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივ ჯობსის ცოლი ფილმ “სტივ ჯობსის” წინააღმდეგ

153

ლოურენ პაუელ ჯობსი ფილმ „სტივ ჯობსის“ წინააღდეგია. Apple-ის დამფუძნებლის ცოლი მიიჩნევს, რომ ფილმში, რომელშიც მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს, სტივ ჯობსი წარმოჩენილია როგორც სასტიკი ადამიანი, ამასთან დამახინჯებულია ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან.

„მთელი თაობა მის შესახებ სხვანაირად და არასწორად იფიქრებს ფილმის ნახვის შემდეგ, სადაც სტივ ჯობსი უარყოფით გმირად არის წარმოჩენილი,“ – ამბობს Apple-ის წარმომადგენელი ბილ ქემფბელი.

ფილმის რეჟისორი დენი ბოილი კი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ლიცენზირებული შეთანხმების ჩარჩოებს არ სცილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები