LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტირლინგ მოსის სარბოლო Jaguar 15 მილიონ დოლარად იყიდება

112

აუქციონის სახლი Sotheby’s არიზონაში ლეგენდარულ ბრიტანულ სპორტქარს, 1954 წელს გამოშვებულ Jaguar D-Type Works-ს გაყიდის. ვაჭრობა იანვარში გაიმართება. ავტომობილი 1954 წელს „ლე მანის 24-საათიან“ რბოლაში იღენდა მონაწილეობას და მისით სერ სტირლინგ მოსი და პიტერ უოკერი გამოდიოდნენ. ავტომობილის საორიენტაციო თანხა 12-15 მილიონი დოლარია.

ამავე სპორტქარმა მოგვიანებით სისწრაფის რეკორდი ლე მანის ტრასის ყველაზე ცნობილ მონაკვეთზე Mulsanne Straight-ზე დაამყარა – აქ ავტომობილი 274 კმ/სთ-მდე ასწრაფდა. მოგვიანებით ავტომობილი გამოდიოდა გუდვუდის, ოულტონ პარკის, ეინტრისა და სილვერსტოუნის ავტოდრომებზე.

ავტომობილის მასა 880 კილოგრამია. Jaguar D-Type Works აღჭურვილია 3,4 ლიტრის მოცულობის ძრავით, ავითარებს 273 ცხენის ძალას. 96 კმ/სთ-მდე შვიდ წამში ჩქარდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 280 კილომეტრ/საათს შეადგენს.

 

https://motor.ru/news/dtypesale-01-12-2017.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები