სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები დააზარალა.ამ წუთებში ელოდებიან ინფორმაციას, მიაყენა თუ არა სტიქიამ ზარალი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სეტყვამ დააზარალა სოფლები გიორგიწმინდა, ხაშმი და უჯარმა.
სეტყვა იყო საჩხერის მუნიციპალიტეტში, სადაც ჭალოვანის, ჭალის, კორბოულის და მერჯევის თემის სოფლებში დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ვითარებას ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ეცნობიან.