LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია გორში – ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

244
BeFunky-collage (2)

ძლიერმა ქარმა გორში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. სტალინის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

გარდა ამისა, ქარმა პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებზეც შექმნა, ჩოჩიშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ასევე ავტომობილი დააზიანა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები