LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტინგის ქალიშვილი თბილისში

175

„ვოგის“ ოფიციალური საიტი მომღერალ სტინგის ქალიშვილის, ელიოტ სამნერის თბილისური ვიზიტის შესახებ სტატიას აქვეყნებს. თბილისის „მერსედეს ბენც“-ის მოდის კვირეულის ფარგლებში ის საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია. როგორც სტატიაშია მითითებული, სამნერი მოდელ ლუსი ვონ ალტენთან ერთად, „მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულის“ გლობალურ კამპანიაში მონაწილეობს, ეს მისი ამ კვირეულთან მეორე თანამშრომლობაა. „ვოგი“ მის სტილს აფასებს, როგორც ძალიან მაგარს, ანდროგენული შტრიხებით.

მიუხედავად იმისა, რომ მას მოსწონს და დაკავშირებულია ისეთ ლეიბლებთან, როგორებიცაა „გოშა რუნჩინსკი“, „ბორის ბადჯანი“ და “რიკ ოუენსი“ და უკვე ორი კამპანიის ნაწილიც იყო, მოდის სფეროს შედარებით ახალ გატაცებად მიიჩნევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები