LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Stellantis 1,4 მილიონ ახალ პიკაპს უკან გამოიწვევს

108
ram

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ 1,4 მილიონი ახალი პიკაპის Ram-ის უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა. კონცეპტში ვარაუდობენ, რომ ავტომობილს შესაძლოა სატვირთო განყოფილება მოეხსნას და სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვიოს.

რისკ-ჯგუფში არის ყველა სატვირთო Ram 1500, 2500 და 3500. მთლიანობაში 1,23 მილიონი მანქანა აშშ-ში, 120 ათასი – კანადაში, დაახლოებით 26 ათასი მექსიკაში და 27 ათასამდე – სხვადასხვა ქვეყნებში. Ram-ის პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ გაუმართაობის გამო არავინ დაზარალებულა, თუმცა სერვისცენტრებს ათასობით კლიენტმა მიმართა.

Stellantis-ის დილერები პრობლემური ავტომობილების მფლობელებს იანვრის ბოლოდან დაუკავშირდებიან და ყველა სამუშაო ბუნებრივია, უფასო იქნება.

გაუმართაობის შესახებ თავიდან ცნობილი 2021 წლის ივლისში გახდა ანუ Ram-ის ამდენი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ საწარმოო დეფექტი ეღიარებინა და უკან გამოწვევაც დაეწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები