„შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში, მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია“, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერში“ წერს.
როგორც სტეფანჩუკი აღნიშნავს, ქართველი პარლამენტარების ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს დაადასტურებს.
„შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში. მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია. ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს!“ – წერს რუსლან სტეფანჩუკი.
@shpapuashvili підтвердив свою готовність відвідати ??. Дуже радий, що невеличкі непорозуміння між ?? і ?? вичерпані. Цей візит дасть можливість парламентаріям ?? на власні?️побачити те, що відбувається в ??, та підтвердить наші дружні стосунки!
— Ruslan Stefanchuk (@r_stefanchuk) April 13, 2022