LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანწმინდაში პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს

85

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 1,500 000 ლარზე მეტია.

„პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. ამ ეტაპზე კეთდება ბეტონის კედლები და მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის დაემატა კლდეზე საცოცი კედელი. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 11 სპორტული კომპლექსის და 35 მინი სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია დაინერგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები