LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანწმინდაში განახლებული ნაგავსაყრელი იფუნქციონირებს

60

სტეფანწმინდაში განახლებული ნაგავსაყრელი იფუნქციონირებს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 2000 წლიდან ფუნქციონირებს და მუნიციპალიტეტს და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება.

სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წლის სექტემბერში გადაეცა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იმ დროისთვის, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, პოლიგონი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის  რებილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. ასევე, მდინარე თერგის მხრიდან მოეწყო ნაპირდამცავი ბერმა, რათა ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 483 ათასი ლარი დაჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები