LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ქრისტეს მორჩილი ვარ და არა სტეფანესი, შორენასი და რუსების: სალხინოს ტაძრის ყოფილი წინამძღვარი

139
იღუმენი დანიელი

“ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით, სტეფანეს მონა ვერ გავხდები. მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ, არა სტეფანესი, შორენასი და რუსების,” – სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მეუფე სტეფანეს განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ის სალხინოს ტაძარში მომხდარი ინციდენტის გამო, სასულიერო პირების განკვეთას აპირებს.

მამა დანიელი მრევლს აფრთხილებს, რომ ადგილზე არ მივიდნენ, რათა მაქსიმალურად მოერიდონ სიტუაციის გამწვავებას და დაპირისპირებას:

„რაც უნდა ის ქნან. მოვიდეს სტეფანე და დავხვდები, მთელი საქართველოს ხალხი მოიყვანოს. მრევლი ვინც მირეკავს, გავაფრთხილე, რომ არავინ მოვიდეს, მაქსიმალურად მოვერიდოთ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. ალბათ წავალ, არ არსებობს ადგილი, ღმერთი რომ ვერ ვნახო. ჩვენ თუ წავალთ, ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით, სტეფანეს მონა ვერ გავხდები. მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ და არა სტეფანესი, შორენასი და რუსების.” – განაცხადა მან.

ამ დროისთვის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას მეუფე სტეფანეს მიერ ხელდასმული ახალი მღვდელმსახური აღავლენს.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 21 აპრილს კვლავ განახლდა, მაშინ როდესაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანე მივიდა.

მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება – წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს