მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ცნობილი ჰიტი, „გაიღიმე“, მერაბ ამზოევმა რუსულად შეასრულა. მუსიკოსი საავტორო უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიმართავს და განმარტავს, რომ მისთვის რუსული ბაზარი, მიუღებელია:
„როცა მიკავშირდებოდნენ, ბევრჯერ ავუხსენი რომ რუსული ბაზარი არ მაინტერესებს და არ მინდა თანამშრომლობა. მაინც ჩაწერა და ყველა პლატფორმაზე უდევს, საიდანაც თანხა ერიცხება…
თანხაზე არ არის, უბრალოდ ყველამ იცის ჩემი რუსეთისადმი დამოკიდებულება..
იმედია საავტორო უფლებების კომპანიები დაიცავენ ჩემს უფლებებს და ყველგან დაუბლოკავენ ამ სიმღერას სადაც დევს! გაიღიმე – რუსულად!“ – წერს სტეფანე.
როცა მიკავშირდებოდბენ, ბევრჯერ ავუხსენი რომ რუსული ბაზარი არ მაინტერესებს და არ მინდა თანამშრომლობა.
მაინც ჩაწერა და…
Posted by Stephane Mgebrishvili on Thursday, November 30, 2023