უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია „იმედზე“ პირდაპირ ეთერში გასული ინტერვიუს შემდეგ twitter-ზე დაწერა, რომ ის ელოდება უკრაინაში მიწვევაზე დადებით პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან.
„ველოდები დადებით პასუხს ჩემს მოწვევაზე შალვა პაპუაშვილისგან. უკრაინა მზადაა მასთან ერთად განიხილოს ვიზიტის დეტალები. ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები „დაკბენილია“ რუსეთის მიერ.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებაზე ლეგენდები შეიქმნება“, – წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე.
უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სტეფანჩუკსა და პაპუაშვილს შორის საუბარი დღეს შედგება
Під час інтерв’ю @tv_imedi розповів, що сподіваюсь на позитивну відповідь @shpapuashvili на моє запрошення відвідати ??. Готовий обговорити з ним всі деталі візиту. Наші країни територіально покусані ??. Але разом ми переможемо. Це буде перемога, про яку складатимуть легенди!
— Ruslan Stefanchuk (@r_stefanchuk) April 12, 2022
შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შორის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ისინი უკრაინაში ერთობლივ ვიზიტს გამართავენ, თუმცა უხელმძღვანელებს თუ არა დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.