LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანჩუკი: საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება, ასეთი დასკვნა შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპინი

2637
BeFunky-collage

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ბუჩასა და ირპენს ესტუმრნენ. ამის შესახებ უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა და ქართველ დეპუტატებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

„საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება. ასეთი დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპინი.

კიევის რეგიონის ქალაქების მსხვერპლთა საშინელი ამბავი გულგრილს არავის დატოვებს. აქ რუსული ჯარის ნამდვილი სახე ისე ჩანს, თითქოს მას სარკეში უყურებდე“, – წერს სტეფანჩუკი.

ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა – რას წერს სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა.. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან – პაპუაშვილი