მრავალპროფილური კლინიკა „სტატუსი“ – თბილისში, ახალი სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტთა მომსახურების ღირებულება „სტატუსის“ მაღალ სტანდარტს შეესაბამება.
“კლინიკის პაციენტებს კონსულტაციას გაუწევენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი – ელენე გიორგაძე, ნევროლოგი – სანდრო ცისკარიძე, უროლოგი – დავით ქოჩიაშვილი, პულმონოლოგები – ვახტანგ ქაცარავა და კახა ვაჭარაძე, პროქტოლოგი – ბექა კევლიშვილი, რადიოლოგი/ექოსკოპისტი – ანდრო ძნელაძე, რადიოლოგი – იოსებ პირველი და სხვები”, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლუბლიანას 13 დ-ში მისულ ყველა პაციენტს პერსონალური მენეჯერი მოემსახურება.