LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტატისტიკური მონაცემები კოვიდის შესახებ – მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

83
Untitled design (1)

თავისუფალი საწოლები, კლინიკური სასტუმროები,  ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა – ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება ახლა უკვე ახალი ვებპორტალიდან მიიღებს.

მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა.

ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეები ინფორმაციას მიიღებენ:

✅  ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ;

✅  შესაძლებელია ნახოთ პაციენტების სტატუსი და შემთხვევები მკურნალობის ფორმის მიხედვით. გაიგებთ, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებასა და ოჯახის ექიმთან;

✅  პორტალზე განთავსებულ კოვიდ-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს. სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები