საპარტნიორო ფონდი 21 ნოემბერს „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, მათ, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან“ ერთად, 21 ნოემბერს, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის კოორდინატორები გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.
მათივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს” პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.
15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტში გამარჯვებული ბიზნეს პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.