ილონ მასკის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის – “სტარლინკის” წარმომადგენლობითი ოფისი ახლა უკვე უკრაინაშიც გაიხსნება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფიოდოროვმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ახლა სისტემა-თანამგზავრების 10 ათასზე მეტი სადგური დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ასევე მხარი დაუჭირონ კრიტიკული დაწესებულებების, საავადმყოფოების მუშაობას და დააბრუნონ სიცოცხლე მტრისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
“10 000-ზე მეტი სადგური დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაუკავშირდნენ და განახორციელონ სპეციალური ოპერაციები, ასევე მხარი დაუჭირონ კრიტიკული ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ობიექტების, ჯანდაცვის დაწესებულებების ფუნქციონირებას”, – წერს ფიოდოროვი.
შეგახსენებთ, სისტემა-თანამგზავრები, რომელიც SpaceX-ის კუთვნილებაა, ინტერნეტით შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს.
ვიდეო: ომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში