LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Starbucks –ის კონკურენტი უკვე საქართველოშია – ბაზარზე ყავის ახალი ბრენდი შემოვიდა

710

Starbucks –ის კონკურენტი უკვე საქართველოშია – ბაზარზე ყავის ახალი ბრენდი Second cup შემოვიდა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოში Second cup-ის გენერალურმა მენეჯერმა, ავთანდილ შავიშვილმა განუცხადა, ყავის კანადური ბრენდის მიერ საქართველოთი დაინტერესება ერთგვარად აღიარებაა ქვეყნის ეკონომიკური და ტურიზმის ზრდის პოტენციალის, ადგილობრივი მომხმარებლისთვის კი დამატებითი შესძლებლობაა, რომ მიიღონ დასავლური ხარისხის მრავალფეროვანი პროდუქტი.

”საქართველოში ბევრი კაფე სთავაზობს ყავას მის მომხარებლებს, მაგრამ მათი მთავარი პროდუქტი საკვებია. ცოტა საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც პირველად პროდუქტად მომხარებელს ყავისა და ჩაის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. ასევე ბაზარზე ხარისხიანი ყავის ნაკლეობობაა და სწორედ ამ სეგმენტს შეავსებს ჩვენი კომპანია. Second Cup იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის არაბიკას მარცვლებს და მომხმარებელს შეუძლია, დარწმუნდეს ჩვენი ყავის განსაკუთრებულად გამორჩეულ გემოში”,- აცხადებს ავთანდილ შავიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, Second Cup-ი Starbucks-ის პირდაპირი კონკურენტია.  ”ყავის აღნიშნული ბრენდები ერთ სეგმენტში არიან და შესაბამისად, მათ შორის პირდაპირი კონკურენციაა. თუ ქვეყანამ გააგრძელა სტაბილურად ზრდა, ვფიქრობ, რომ Starbucks მოდევნო 5 წლის ჭრილში შემოვა ბაზარზე, თუმცა ამას პოზიტიურად ვუყურებ. საქართველოში ყავა ძალიან უყვართ, თუმცა აქამდე ბაზარზე ნაკლებად იყო ისეთი კომპანიები, რომელიც მომხარებელს ამხელა ასოტრიმენსტს შესთავაზებდა, როგორც ჯიშების ასევე სასმელების კუთხით. შესაბამისად, კონკურენცია კომპანიისთვის არის შესაძლებლობა რომ გაიზარდოს, პარალელურად ყავის მოხმარების კულტურაც იზრდება, რაც უფრო მეტად აზარალებს დაბალი ხარისხის ყავის მიმწოდებლებს და არა – ჩვენ. რაც შეეხება, Second Cup-ის პოპულარობას, კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, Second Cup – მეორე ადგილზეა კანადელების საყვარელი ყავის სახლების ნუსხაში”, – განმარტავს საქართველოში Second Cup-ის წარმომადგენელი.

როგორც ავთანდილ შავიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე Second Cup ქართველ მომხმარებელს სთავაზობს მარტო ყავის 13 -ზე მეტ და  ჩაის 15 -ზე მეტ სახეობას,  საიდანაც 40-ზე მეტი სახეობის პროდუქტი მზადდება.

”ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, პროდუქცია ნედლეულის სახით შეიძინოს და თავად მოამზადოს სახლში. ასევე გვაქვს 100%-ით ნატურალური მეთიდით კოფეინ-გამოცლილი სახეობებიც, მათთვის ვისაც კოფეინზე გარკვეული შეზღუდვები აქვს. Second Cup – ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს პროუცქიის ხარისხს და მის გემოვნურ თვისებებს: 1. ყავის სახეობები არის 100% -ით უმაღლესი ხარისხის არაბიკა. 2. მწიფე მარცვლები იკრიფება ხელით და გადის ოთხმაგ დახარისხების პროცესს. გადარჩეული უმაღლესი ხარისხის საბოლოო პროდუქტი მიდის კანადაში და მხოლოდ მას შემდეგ ხდება მოხალვა, როდესაც ფრანჩაიზერების მხრიდან კეთდება შეკვეთა.  3. კაფეში ყავის მოსამზადებელი დანადგარების კალიბრაცია ხდება ყოველდღურად, (ზოგ დანადგარზე დღეში ორჯერ) იმისათვის, რომ გემოვნური თვისებები მუდმივად ერთი იყოს. ყავის ჩამოსმხმის დროს, ყავის ჩამოწურვის 2 წამით ადრე, ან გვიან ჩამოსხმაც კი განსხვავეულ გემოვნურ თვისებებს აძლევს ყავას, რის უფლებასაც არ ვაძლევთ ჩვენს თავს. 4. სპეციალურად კანადიდან მოწვეული სპეცლისტები წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ატრეინინგებენ ჩვენს თანამშრომლებს როგორც პროდუქტის მომზადებაში, ასევე სერვისში 5. ჩვენი ასორტიმენტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ახალი გემო აღმოაჩინოს  როგორც ცივი, ასევე ცხელი პროდუქტის მიმართულებით და არ მობეზრდეს მხოლოდ ერთი სახეობის სასმელი”, – აცხადებს ავთანდილ შავიშვილი ”ფორტუნასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, Second Cup-ის პირველი ობიექტი გაიხსნა თბილისში, სპორტის სასახლის გვერდით, 26 მაისის #1-ში, ხოლო მეორე კაფე – აღმაშენებლის #106 ნომერში. ყავისა და ჩაის გარდა, მომხმარებლებს აქ სთავაზობენ ტკბილეულისა და სენდვიჩების ასორტიმენტს, ასევე შესაძლებელია თერმოსების, Brito- ს ბრენდის პრემიუმ კლასის სასმელი ჭურჭლის შეძენა. ამ დროისათვის კომპანიაში დასაქმებულია 21 ადამიანი. სამომავლოდ კი იგეგმება როგორც ქსელის გაფართოება, ისე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. Second Cup-ის ქართულ წარმომადგენლობაში, ვარაუდობენ, რომ 10 წლის ჭრილში სულ მცირე 10 კაფეს გახსნიან.

 

ბრენდის შესახებ…

Second Cup არის კანადური ბრენდი, რომელიც დაარსდა 1975 წელს.  კომპანიამ საქმიანობა დაიწყო პატარა ჯიხურით, ამ დროისათვის კი კანადაში უკვე 300-ზე მეტი კაფე აქვს და 30-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. თავდაპირველად, კომპანიამ მის საერთაშორისო მიმართულებად აზია და ახლო აღმოსავლეთი აირჩია. ამ დროისთვის კი ფრანჩაიზი ევროპის მიმართლებითაც ფართოვდება, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპიდან: ლიტვა, აზერბაიჯანი და საქართველო. ცენტრალურ ევროპაში უკვე ინგლისში ამოქმედდა ქსელი, ხოლო მომდევნო წელს პირველი კაფე საფრანგეთში გაიხსნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები