LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტანისლავ ბონდარენკოს უკრაინელები აკრიტიკებენ: „არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას…“

1099
bondarenko

სტანისლავ ბონდარენკო წარმოშობით უკრაინელი მსახიობია, რომელიც რუსეთში ძალიან პოპულარულია. ის საქართველოშიც პოპულარული გახადა ერთ-ერთი სერიალის საშუალებით, შემდეგ კი „ცეკვავენ ვარსკვლავებშის“ ერთ-ერთი სეზონშიც მონაწილეობდა.

ახლახან მან „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის სამშობლოს, უკრაინას არ ახსენებს და რუსეთსაც არ მოიხსენიებს აგრესორად, რის გამოც თანამემამულეებისგან საკმაოდ მწვავე შეფასებები მიიღო. მსახიობი იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა „ინსტაგრამზე“, ხოლო კომენტარების ფუნქცია გაეთიშა…

სტანისლავ ბონდარენკო წერს:

„უფრო და უფრო რთული ხდება გიჟურ საინფორმაციო ნაკადში ორიენტირება. გინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას, ერთადერთი, რაც მინდა, მშვიდობაა ყველა ჩვენგანისთვის.

ხდება მოვლენები, სადაც ჩვენ უძლურები ვართ. მაგრამ ხდება ისეთი მოვლენებიც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ყველა თავად განსაზღვრავს ამ პროპორციას. როგორც ჩანს, ამ მძიმე დროებას, რომელიც დაგვიდგა, არ სურს ჩვენი გაშვება… და ჩვენ შესაძლოა, არც ვიცით, კიდევ რა გამოცდების გადალახვა მოგვიწევს. ათასწლეულები გადავლახეთ იმიტომ, რომ ადამიანურად მოქცევა შეგვეძლო. იმედია, ეს სუპერძალა არ დაგვიკარგავს.

პ.ს. ცეცხლზე ნავთის დამსხმელი ბევრია, ისევე, როგორც დადანაშაულება. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა საკუთარ არჩევანს აკეთებს. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, რომ ამაზე არ ვისაუბრებ ჯერ კიდევ 2016 წლიდან. ყველაფერი ღმერთის ნებაა!.. ნუ აჰყვებით საინფორმაციო პროვოკაციას. ყველას მხოლოდ მშვიდობასა და სიკეთეს ვუსურვებ!..“

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Stanislav Bondarenko (@st_bond)

„აბა, როგორ ხართ, ბიჭებო, კარგად გძინავთ მანდ?!“, კითხულობს ოლგა კასიანუკი და სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანს მიმართავს. ბონდარენკოს ასევე მიმართავენ სხვა უკრაინელებიც და ეკითხებიან, ამართლებენ თუ არა ომს უკრაინაში…

6 მარტს კრემლის სასახლეში დაგეგმილ კონცერტზე სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერწითელი და „ა სტუდიო“ იმღერებენ

როგორ ბედავთ რუსული სიმბოლოების, დროშის და ჰიმნის შეურაცხყოფას? – პუტინის ფავორიტი ალინა კაბაევა მსოფლიოს  მიმართავს

„არ გვჯერა პუტინის განცხადების!“ „სირცხვილი ჩვენ!“, „გვაპატიეთ, თუ შეძლებთ“ – რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოდიან