LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტანისლავ ბონდარენკოობა“ გრძელდება – დღე მეორე

48

საითაც უნდა გაიხედოთ, (სოციალურ ქსელს ვგულისხმობთ), ყველგან უკრაინული წარმოშობის, თეატრისა და კინოს მსახიობის, სტანისლავ ბონდარენკოს ფოტოები შეგხვდებათ. თითქმის ყველა ცნობილი ადამიანის კედელზე მასთან ერთად გადაღებული სელფებია განთავსებული. როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებას ძალიან ესიმპათიურება ბონდარენკო, რომელიც რუსეთშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, საქართველოში კი ის სერიალებიდან გაიცნეს.

ბონდარენკო თბილისში საქველმოქმედო მიზნით, სპექტაკლში სათამაშოდ და ვახშამში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მისი დახმარება ძალიან სჭირდება მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემალზე პრობლემის გამო ოპერაცია სჭირდება, 25 000 ევროს ღირებულებით.

საქველმოქმედო სპექტაკლს უამრავი ადამიანი დაესწრო, თაყვანისმცემლებმა ახალგაზრდა მსახიობს გასაქანი არ მისცეს, ისიც სიამოვნებით იღებდა მათთან ერთად ფოტოებს. ვახშამზე სტანისლავი აუქციონსაც გაუძღვა, სადაც მიხეილ სხვიტარიძის ოთხი ნახატი საკმაოდ სოლიდურ თანხად გაიყიდა, თუმცა, სამწუხაროდ, საჭირო თანხა მაინც ვერ შეგროვდა.

სტანისლავ ბონდარენკომ გამოთქვა სურვილი, რომ ბიჭის დასახმარებლად მეორედაც ითამაშოს ანაზღაურების გარეშე. საქველმოქმედო აქციას მოზარდ მაყურებელთა თეატრი შეუერთდა და დარბაზს ამ აქციისთვის უფასოდ გამოყოფენ. შესაბამისად, ბონდარეკნოს თაყვანისმცემელს მასთან შეხვედრისა და იმავდროულად, კარგი საქმის გაკეთება დღეს საღამოს შეგიძლიათ. ბონდარეკნო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებთან ერთად ითამაშებს ნაწყვეტებს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“-დან. ეკრანზე მისი როლების ამონარიდებიც გავა, ასევე მაყურებელს მსახიობისთვის შეკითხვების დასმის საშუალებაც ექნება. ბილეთის ფასი 50-დან 80 ლარის ფარგლებშია. სპექტაკლი 10 საათზე დაიწყება.

f9e432f0-83a8-49ac-9296-c41825d5a2cb

758ef00e-dfe6-4095-abe0-c5c67bac8cd6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები