LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტანისლავ ბონდარენკო „კაბანა კლუბში“ კარაოკეს წაიყვანს

13

მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, კიდევ ერთხელ გამოჩნდება საკუთარი ფანების წინაშე. ის 3 ივნისს, საღამოს ცხრა საათიდან, „კაბანა კლუბში“, კარაოკეს წაიყვანს. ღონისძიებაზე მაგიდების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.

ნინო გოგოლაძე, „კაბანა კლუბის“ პიარმენეჯერი:

 3 ივნისს, „კაბანა კლუბში“, საღამოს 9 საათზე, კარაოკეს სტანისლავ ბონდარენკო გაუძღვება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ იმღერონ მასთან ერთად, არამედ დაუსვან შეკითხვები და უფრო ახლოს გაიცნონ მსახიობი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე.

ჩვენს რეპერტუარში ქართული, რუსული და ინგლისური სიმღერებია, ის კომპოზიციები, რომლებიც კლუბის ფორმატში ჯდება. თავად სტასიც კარგად მღერის და აპირებს სიმღერას. ზოგადად, უყვარს კარაოკეში სიარული და  ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი მოწვევა, თან, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებსაც მისი უფრო ახლოს გაცნობა სურთ.

მაგიდების დაჯავშნა უკვე დაწყებულია. მენიუსთან ერთად ბილეთის ფასი 40 ლარია. ვფიქრობთ, რომ ყველა მსურველს ექნება ამ თანხის გადახდის საშუალება. იმედი მაქვს, რომ სასიამოვნო საღამო შედგება.

გარდა სიმღერისა, საღამოზე სამეჯლისკო ცეკვებსაც იხილავთ, პატარების შესრულებით. ბონდარენკო თავის მეწყვილესთან ერთად აპირებს მოსვლას და არ გამოვრიცხავთ სიურპიზებსაც, მათ შორის იმასაც, რომ სტასმა ცეკვაც შემოგვთავაზოს…

13336069_1722003561347395_1335487435225270215_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები