სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა სტამბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, თურქი სამართალდამცველების ოფიციალურ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აფეთქება ადგილობრივი დროით 10 საათზე მოხდა, ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში.
თურქული მედია წერს, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, თუმცა ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაზუსტებულა.