LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბულის ტერაქტთან დაკავშირებული შერის სტატუსი სკანდალური აღმოჩნდა

116

70 წლის მომღერალმა შერიმ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება „ტვიტერზე“ გამოთქვა, თუმცა მისმა სტატუსმა თაყვანისმცემლები გაანაწყენა.

„ვლოცულობთ უდანაშაულო ხალხის გამო,“ – დაწერა შერმა და სტატუსს ბომბისა და აფეთქების ემოჯი დაურთო, რამაც მისი მიმდევრები აღაშფოთა.

„ახლა ამ თემაზე დაწერილ სტატუსებს ნამდვილად ბომბები უნდა დავურთოთ?!“ – წერს ერთი მომხმარებელი.

„ნამდვილად, შერ? ბომბის ემოჯი! დროა, გაიზარდო!“ – წერს კიდევ ერთი მიმდევარი.

სტამბულში ტერაქტი გუშინ ღამით მოხდა, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომატებიდან ჯერ ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

Capture

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები