სტამბულის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს. ჟურნალისტების ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც.
აფეთქების ადგილას ამჟამად პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებული. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, სულთანაჰმედის მოედანი პოლიციის ალყაშია.