LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა: თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი

123
BeFunky-collage - 2022-11-13T231916.695

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი აცხადებს, რომ სტამბოლში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისივე თქმით, ტერაქტში კიდევ 2 მამაკაციც მონაწილეობდა.

ბოლო ცნობებით, თურქეთში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 80-მდე კი დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო.

მისი თქმით, ახლა სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო.

ამასთან, ერდოღანის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასადგენად და აქვე აღნიშნა ისიც, რომ პირველადი დასკვნები ამ საქმეში ქალის მონაწილეობაზე მიუთითებს.

„სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“ – გავრცელებული ინფორმაციით, თავი სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები