სტამბოლში, ევროპის ლიგის შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ”ფენერბახჩესა” და მოსკოვის „ლოკომოტივის“ შორის (თურქებმა 2:0 მოიგეს). სტუმარი ფეხბურთელების ავტობუსს ქვები დააყარეს. ინციდენტი სტანდიონთან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა. შეტევა „ფენერბახჩეს“ გულშემატკივრებმა განახორციელეს.
პოლიციამ თავდასხმის აღკვეთა დროულად მოახერხა და „ფენერბახჩეს“ რამდენიმე გულშემატკივარიც დააკავა.
ბარემ აღვნიშნოთ, რომ ”ლოკომოტივის” ფეხბურთელი დიმიტრი ტარასოვი მაისურზე ვლადიმერ პუტინის პორტრეტით გავიდა. ფეხბურთელმა თამაშის დასრულებისას კლუბის მაისურა გაიხადა და მაშინ აჩვენა რფ-ის პრეზიდენტის მხარდამჭერი ფოტო: ”მაისურზე ყველაფერი წერია, რისი თქმას მინდოდა”, – თქვა პუტინის ფანმა დიმამ.
შეგახსენებთ, რუსეთსა და თურქეთს შორის კრიზისია მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.