სტამბოლში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დერბი გადაიდო. “გალათასარაისა” და “ფენერბახჩეს” დაპირისპირება ტერაქტის საშიშროების გამო გაუქმდა. სტადიონიდან გუშემატკივრების ევაკუირება მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მატჩის დროს ტერორისტული აქტის განხორციელება იგეგმებოდა.
შაბათს სტამბოლში მომხდარს ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობილი გახდა, რომ ტერაქტი “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.