LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის აეროპორტი ულამაზეს ბაღად გადაიქცევა

52

სტამბოლის აეროპორტი ულამაზეს ბაღად გადაიქცევა. თურქეთის დედაქალაქში სულ მალე ახალი საჰაერო სივრცე გაჩნდება, ამიტომ ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ფუნქცია შეეცვლება. იდეის ავტორი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და მას სურს, რომ აეროპორტი ნამდვილ სამოთხედ აქციოს და ბრიტანეთის ბაღებს დაამსგავსოს. გარდა ამისა, ხელისუფლებას სურს, რომ ხეები და ყვავილები ყოფილ სტადიონებზეც დარგოს და ამით მათ ახალი სიცოცხლე აჩუქოს.

რაც შეეხება ახალ აეროპორტს მისი გახსნა 29 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი და შემდგომი 2 დღის განმავლობაში ათათურქის ყველა რეისს სწორედ იქ გადაიტანენ. აეროპორტი დედაქალაქიდან 35 კმ-ს დაშორებით იქნება განთავსებული და ის ქალაქს მეტროს საშუალებით დაუკავშირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები