LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტალონეს ქალიშვილებმა მამას ტელეფონიდან ლიამ ჰემსვორტის ნომერი მოპარეს

39

ვარსკვლავი მამის ყოლას ბევრი დადებითი მხარე რომ აქვს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. სილვესტერ სტალონეს ქალიშვილებმა Harper’s BAZAAR -თან ინტერვიუში სწორედ ეს ფაქტი გაიხსენეს: „როდესაც პატარა ვიყავი, ხშირად ვპარავდი მამას ტელეფონს და ვეძებდი ნომრებს, მაგალითად ლიამ ჰემსვორტის, – განაცხადა 20 წლის სოფიამ. – მე კი ვურეკავდი და არასოდეს ვპასუხობდი“, – დაამატა 18 წლის სისტინმა.

ინტერვიუს დროს გაირკვა, რომ ჰემსვორტი ერთადერთი მსახიობი არ არის, რომელიც სტალონეს ლამაზმანი შვილების თვალსაწიერში მოხვდა. იგივე ბედი რაიან გოსლინგმა, ლეონარდო დიკაპრიომ და რაიან რეინოლდმა „გაიზიარეს“.

გოგონებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი არასერიოზული გატაცებაა და მათ კონკრეტული გეგმები ამ ადამიანებთან დაკავშირებით არ აქვთ. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები