LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Stadler-ის მატარებლებში მგზავრებისთვის კვების სერვისი იქნება ხელმისაწვდომი

72

Stadler-ის მატარებლებში მგზავრებისთვის კვების სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შტადლერის ტიპის ორსართულიან GRS-სერიის მატარებლებში საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების რეალიზაციის დროებითი  ნებართვის თაობაზე. დაინტერესებულ კომპანიას მიეცემა უფლება განახორციელოს პროდუქციის ამ მატარებლებში რეალიზაცია.

კომპანიებმა უნდა წარადგინონ  მომზადებული შემოთავაზება 16 ივნისის 18:00 სთ-მდე, დალუქულ კონვერტებში საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობაში . კერძოდ წინადადება უნდა მოიცავდეს:

· ინფორმაციას საკვები პროდუქტების მომწოდებელი/მწარმოებელი კომპანიის შესახებ;

· ინფორმაციას სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის შესახებ;

· ინფორმაციას სინდვიჩების, ბურგერების და სხვა გამომცხვარი პროდუქციის შემთხვევაში მათი შიგთავსის/ინგრედიენტების შესახებ;

· შემოთავაზებას ელექტრომატარებელში პროდუქციის რეალიზაციის ნებართვის (ერთ დახლზე) ყოველთვიური გადასახადის ოდენობის შესახებ, ლარში დღგ-ს გარეშე;

· წინასწარ წერილობით თანხმობას, რომ კომპანიის პროდუქციით გამოწვეულ შესაძლო ინტოქსიკაციაზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას მგზავრ(ებ)ის წინაშე;

· ინფორმაციას პროდუქციის სარეალიზაციო დახლის ზომებისა და დიზაინის შესახებ ან/და მის ფოტოებს (ელექტრონული ან ბეჭდური სახით);

· ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლების ბრენდირებული ფორმების დიზაინის შესახებ და მის/მათ ფოტოებს (ელექტრონული ან ბეჭდური სახით);

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები