ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ შობის დღესასწაულზე ტომ კაულიცმა ჰაიდი კლუმს ხელი სთხოვა, რაზეც 29 წლის გიტარისტმა თანხმობა მიიღო.
ნიშნობიდან ცოტა ხანში, 45 წლის მოდელმა ,,ინსტაგრამზე” საკმაოდ თამამი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაში ,,სრულყოფილი ბედნიერება იკითხება.
აღსანიშნავია, რომ სელფი საძინებლიდან, რომელიც Tokio Hotel-ის წევრმა გადაიღო პიკანტურ კადრს ასახავს, რადგან სურათში ვარსკვლავური წყვილი საწოლში შიშველი წევს.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდი კლუმისა და ტომ კაულიცის რომანის შესახებ ცნობილი მარტში გახდა. პირველად, საზოგადოების წინაშე ისინი მაისში, კანის 71-ე კინოფესტივალზე გამოჩნდნენ. ჰაიდი ორჯერ იყო გათხოვილი, ის 4 შვილის დედაა. პირველი გოგონა მას იტალიელ ბიზნესმენ, ფლავიო ბრიატორესთან ცხოვრებისას შეეძინა, მეორე წარუმატებელი ქორწინებიდან კი 2 ვაჟი და კიდევ 1 ქალიშვილი ჰყავს. ბავშვების მამა ინგლისელი მომღერალი, Seal-ია.