LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, მაგრამ ეს ფაქტი რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს: ბიძინა კულუმბეგოვი

133
kulmbegovi

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გარკვეული შეზღუდვის მოხსნას უკავშირდება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თმით, სრულმაშტაბიანი გახსნა კარგია, თუმცა ეს ფაქტი რეგულაციების  გამკაცრების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს.

“ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი რეგულაციების (და არა შეზღუდვების) გამკაცრების და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების აცილებლობის წინაშე გვაყენებს.

კვლევებით დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია: რესტორნები, სატრენაჟორო სივრცეები, ბარები და კლუბები, ეკლესიები ან რელიგიური თავყრილობები.

ნაკლები რისკი შემცველია: ოფისები, სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პ.ს. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და თავისებურება აქვს, ამიტომ ამ მონაცემების სრული ექსტრაპოლირება ჩვენთან 100%-ით ვერ მოხდება, თუმცა ძირითადი საკითხები მუდმივი და უცვლელია.

20 თებერვლის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებლი 72 და 66% მდე ჩამოვარდა, სამიზნე 95%-ია!”,-წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. კომენდანტის საათი კი კვლავ ძალაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები