ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე საზოგადეობას ეკა ნინუას აცნობს, რომელიც 23 წლის წინ ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად.
როგორც ლიკლიკაძე წერს, ქართველი ემიგრანტი ახლა არაერთი წარმატებული ბიზნესის მფლობელია.
საქართველოში ის ქუთაისის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, მეგზურად კი სწორედ დათო ლიკლიკაძე აირჩია.
„ეს ეკაა. ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქართველი. უკვე 23 წელია იქ ცხოვრობს და ცხადია ამერიკა ჩვეულებრივად მისი სამშობლო გახდა. ძირძველი თბილისელი, ზედ ზემელზე მცხოვრები (პირდაპირ მის ეზოშია რუსთაველის გამზირზე მდებარე მაკდონალდსი), 1998 წელს წავიდა საქართველოდან. წარმომიდგენია რა გზა აქვს გავლილი იმ დღიდან აქამდე.
რა შესაძლებლობა მისცა მეორე ქვეყანამ? დღეს ის წარმატებული ბიზნესვუმენია. ლოს-ანჯელესის ცენტრში ფლობს რამდენიმე ბიზნეს და საყვარელ დედასთან, ქმართან და შვილთან ერთად მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. ამბობს რომ ვერსად ნახა უკეთესი ქვეყანა როგორიც საქართველოა. მაიას ტომებსა და მექსიკის პირამიდების დათვალიერებას, ალასკას კანიონებსა და ევროპის ქვეყნებს ისე შოკში არ ჩაუგდია, როგორც ეს ვანში, არქეოლოგიის მუზეუმში განიცადა… ჩვენ მღვიმეებში განიცადა… ქუთაისზე ხო საერთოდ გაგიჟებულია, პარიზს გავსო ამბობს.
როდესაც ორდღიანი ტური დავასრულეთ კონვერტი გადმომცა. რაღაცნაირად მივხვდი რომ ჩემი ჰონორარი იქნებოდა და დავიმორცხვე მადლობასთან ერთად, მაგრამ სრული შოკი სამსახურში დაბრუნებულს მელოდა. კონვერტში იმდენი ამერიკული დოლარი აღმოვაჩინე, (არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიმუშაო გიდად, რომ ამდენი ფული ვიშოვო), მაგრამ შეიცადეთ! ნაადრევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. შოკში ჩამაგდო წერილმა, რომელიც ორი თვით ადრე აქვს დაწერილი (9 ივლისი), სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა.„დათო ახლა 9 ივლისია. ჩვენ ერთი სული გვაქვს, როდის გაგვაცნობ შენს ქუთაისს.
არ დაგიმალავთ ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც საქართველოში მოვდივართ „შენი ქუთაისის გაცნობაა“, შენ ისე აღწერ ხოლმე ტელეგადაცემებში ქუთაისს ჩვენც გვინდა, რომ მოგვიყვე და შეგვაყვარო. გვჯერა ბევრი კეთილად მოსაგონებელი დღეები გველოდება საქართველოში. იმედია ჩვენი გაელვება შენს ცხოვრებაში პოზიტიურ ღელვას გამოიწვევს. აბა შეხვედრამდე“ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა მიიღო, როცა წინასწარი სიყვარულის შეცნობით ათასობით კილომეტრს გამოივლიან შენი და შენი ქალაქის გასაცნობად.
ეკა დიდი მადლობა. შენ თავად ხარ დღესასწაული“- წერს ლიკლიკაძე.