LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ვაშლიჯვრის მეწყერსაშიში ზონაში, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს: კახა კალაძე

78
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიში ზონაში, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ მან, დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ  ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საევაკუაციო გეგმა შემუშავებულია.

„მოსახლეობის ევაკუაცია, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა,” – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა – პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს, აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია.

„სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება  შეცდომაში შეიყვანოს, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და დათესოს პანიკა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, არავის არ დაუჯეროთ . ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა. ამასთან, ჩვენ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი გვაწვდის“ , – განაცხადა კახა კალაძემ.