LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება” – სუს-ის განცხადება

98
6d82706848c91d6d67f54f7fbab79bdd-XL

ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების აღკვეთასთან  დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. გრიგოლ ლილუაშვილის უწყება ადასტურებს გაფრინდაშვილის პატიმრობის მისჯის ფაქტს  და სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს 

როგორც უწყების მიერ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ოკუპანტებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, რომელსაც მოგვიანებით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 13 დეკემბერს გამართული სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს კი ხცინვალის რაიონულ სასამართლოში 4 საათიანი პროცესის შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.