LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული მწვანე შუქია, შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ – ჟიჟილაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

134
guje

“რომ გითხრათ, რომ მოულოდნელი იყო, არ ვიქნები მართალი იმიტომ, რომ რაღაც მსგავსის მოლოდინი მქონდა, მით უმეტეს, იმ საყოველთაო დევნის პირობებში, რასაც კრიტიკული მედია დღეს განიცდის”, – ასე ეხმაურება ფორმულას ჟურნალისტი, ნინო ჟიჟილაშვილი ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებაშია.

მაქვს განცდა, რომ შეგნებულად მატყუებთ, სასამართლოს კრიტიკას არ ვაპირებ – მდინარაძე სანაიას საქმის გადაწყვეტილებაზე

“წარმოუდგენელია, რომ ამ ტიპის სასამართლოში მომუშავე მოსამართლეს მიეღო სხვა ტიპის გადაწყვეტილება. ეს ადამიანები გამოვლენ, გათავისუფლდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენს, ვისაც ასე ქუჩაში მოუნდება ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება, ან დავალებით, ან საკუთარი ინტერპრეტაციებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მას შეეძლება თავისუფლად გააკეთოს იგივე. თან ეს ხდება 5 ივლისის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ დავკარგეთ კოლეგა სწორედ მსგავსი წახალისებული ადამიანების მხრიდან აგრესიული ქმედებების შედეგად.

ეს არის სრული მწვანე შუქი, თქვენ შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ, ამისთვის ან უდანაშაულოდ გცნობენ ან მხოლოდ 6 თვით არ მოიწყენთ, ისე გაატარებთ დროს საკანში”, — ამბობს ჟურნალისტი ფორმულას ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაუი, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ვახო სანაიას პირველი კომენტარი: გაუშვა მოსამართლემ სამივე… მაგარი სასამართლოა ძალიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები