LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა

86

ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა. ერთ-ერთ შესასვლელთან მამაკაცი იარაღით იმუქრებოდა. უსაფრთხოების სამსახურმა შეიარღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, მას ტყვია მუცლის არეში მოხვდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.
ინციდენტის დროს პრეზიდენტი ბარაქ ობამა გოლფის სათამაშოდ მერილენდში იმყოფებოდა. ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი თეთრ სახლში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები