დღეს საქართველოს რაგბის კავშირში სროლა იყო. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულები.
შსს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 119-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, ხოლო მეორე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას.
ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
“ფორტუნას” ინფორმაციით, ფეხის არეში დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. დაჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გოგებაშვილიც ადასტურებს.
„დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. ის ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა პოლიციის გამოძახება და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.