LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტულმა ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

172
kvaratskheliai-gff

სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია.

ხვიჩა პირველი ფეხბურთელია 42 წლის განმავლობაში, ვისაც ეს ტიტული ერგო. ასოციაციამ ბოლოს 1981 წელს მიიჩნია ფეხბურთელი – რამაზ შენგელია – ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად. გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ასევე დაასახელა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.

მედიის რჩეული ქალ სპორტსმენად ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა დაასახელეს. საუკეთესო გუნდი ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა, წლის ახალგაზრდა სპორტსმენის პრიზი კი ხელბურთელ გიორგი ცხოვრებაძეს ერგო. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები