LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული Ford Fiesta საბაგირო გზაზე დაეშვა

49

სპორტული Ford Fiesta საბაგირო გზაზე დაეშვა. უჩვეულო იდეა Dayinsure Wales-ის რბოლის ორგანიზატორებს გაუჩნდათ და მისი რეალიზებისთვის ჩრდილოეთ უელსში მდებარე ატრაქციონების პარკი Zip World შეარჩიეს. საბაგირო დაშვებაში დიდი ბრიტანეთის რალის ჩემპიონი – მეთ ედვარდსი და შარშანდელი გამარჯვებული – ელფინ ევანსი მონაწილეობდნენ. ამ ყველაფერს ორგანიზატორები დეტალურად იღებდნენ და შესაბამისი ვიდეო მოგვიანებით Youtube არხზე გაავრცელეს. როგორც Dayinsure Wales Rally GB-ის დირექტორმა განაცხადა, რომ მათ უელსის ყველაზე ექსტრემალური ადგილების ჩვენება სურდათ. ამასთან, ეს სწორედ ის რეგიონია, სადაც რალის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის თვეში Ranger Rover Sport-მა ზემოთ ასასვლელად 999 საფეხური გამოიყენა. კიბეები, რომელიც „დედამიწას სამოთხესთან აკავშირებს“ – ჩინეთში მდებარეობს და მათი დახრის კუთხე 45 გრადუსს შეადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=x-EtezV3hKM

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები