LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული ავტომობილები თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან

181

BMW Club Georgia კიდევ ერთ საინტერესო აქციას მართავს. ამის შესახებ სოც-ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი. როგორც კლუბის ივენთ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, ავტომოყვარულები თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება სპორტული ავტომობილების ნებისმიერ 18+ ასაკის მფლობელს შეეძლება, აქციიდან შემოსული თანხა ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს გადაეცემა.

”BMW Club Georgia და Wissol – ახალი წლის ფარგლებში შევეცდებით ორშაბათის მძიმე სამუშაო დღე, თქვენთვის ღიმილის მომტანად ვაქციოთ! ამისთვის ვაწყობთ აქციას, სადაც სპორტული ავტომობილები 2–3 საათის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან ჩვენს მოყვარულ მგზავრებს ცენტრალურ უბნებში! თუ მგზავრები ჩათვლიან საჭიროდ და გაიღებენ რაიმე თანხას – ეს თანხა სრულად გადაეცემა ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სახლს.

ამ აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სპორტული ავტომობილის მფლობელს თუ კლუბს! ადგილზე ასევე იქნებიან დრიფტის და დრაგის ავტომობილები…

ამ ღონისძიების მიზანია უფრო პოპულარული გავხადოთ ავტოსპორტი და პროპაგანდა გავუწიოთ ჯანსაღ ადრენალინს! გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა–ახალ წელს და გისურვებთ აქტიურ 2016 წელს! ♥

შეკრების ადგილი: რესპუბლიკის (იგივე ვარდების) მოედანი 13 საათი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები