LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული აღნაგობის ადამიანებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს დეპუტატები საკრებულოდან – გოკა გაბაშვილი

81

“აბსოლუტური უკანონობაა, დარბაზში შეიყვანეს სრულიად გაუგებარი ხალხი მაშინ, როცა, მაგალითად, მე, პირადად, უარს მეუბნებოდნენ შეშვებაზე,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, გოკა გაბაშვილმა, “რუსთავი2”-ს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფების მობილიზება მოხდა და საკრებულოს წევრები მათ ძალის გამოყენებით გამოიყვანეს დარბაზიდან.

“ისიც კი არ ვიცი, რომელ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ერთადერთი ვიცი, რომ კუნთმაგარი ბიჭები არიან. ზოგს ეტყობა, რომ სპეციალური ორგანიზაციებიდან არიან, სპორტული აღნაგობის ტიპები, რომლებმაც ძალის გამოყენებით გამოიყვანეს გარეთ პარლამენტის, საკრებულოს წევრები – ისინი, ვინც კანონიერად უნდა იყვნენ ამ დარბაზში. ამ გაგანია არჩევნების დროს მერობის კანდიდატები გამოიყვანეს გარეთ,” -განაცხადა გაბაშვილმა.