LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი გარემონტდა

123

სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი გარემონტდა.

გადასასვლელი კომპანია „ლოჯიკ გრუპმა“ გაარემონტა, რომელიც „სპორტის სასახლის“ 100%-იანი წილს 30 წლის ვადით 2007 წლიდან მართავს.

შპს „ლოჯიკ გრუპის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპორტის სასახლესა და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ საინვესტიციო სამუშაოები დღეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ დაათვალიერა.

როგორც ლაფერაძემ განაცხადა, ეს არის მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი.

„მოეწყო საზოგადოებრივი სივრცე. ასევე ჩვენი ინიციატივით მოხდა სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, დარბაზში მოეწყო აივანი ეტლით მოსარგებლე მაყურებლებისთვის, გაკეთდა ორი ადაპტირებული სველი წერტილი, უკანა შესასვლელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამონტაჟდა ჰიდრავლიკური ამწე (პლატფორმა). ეს არის კარგი დასაწყისი და მაგალითი სხვა ადმინისტრაციული თუ მართვაში მყოფი შენობების რეაბილიტაციის,“ – განაცხადა ლაფერაძემ.

შპს „ლოჯიკ გრუპს“ ამ დროისთვის განხორციელებული აქვს სამი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ხელშეკრულების თანახმად შპს „ლოჯიკ გრუპმა“ სულ ჯამში უნდა განახორციელოს ხუთი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო 1957 წელს და 1961 წელს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები