LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტის სასახლესთან ერთი პირი დაჭრეს – გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

74
პოლიცია 22

თბილისში, სპორტის სასახლესთან მომხდარი შემთხვევის დროს ერთი პირი დაშავდა. პირს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.  ადგილზე პოლიცია და ექსპერტ -კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია.

როგორც „ფორტუნას”  შსს-ში განუცხადეს,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ორი მუხლით:

118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები