სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ “სპორტის რაინდის წოდება” 5 სპორტსმენს მიანიჭა.
სამინისტროში საქართველოს მთავრობის ჯილდოზე წარდგენის, სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების და სოციალური საკითხების შესახებ კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ “სპორტის რაინდის წოდება” 5 ადამიანს – ნინო სალუქვაძეს (ოლიმპიური ჩემპიონი), ვახტანგ სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ჯემალ ძაგანიას (სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი), ჯონი ლორიას (ჭიდაობა) და გურამ კოსტავას (ფარიკაობა) მიანიჭა.
ასევე გადაწყდა, რომ ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა ყოველთვიური სოციალური დახმარება დამატებით 16 ადამიანს დაენიშნოს. სოციალური დახმარება 100 და 150 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, სამინისტრო სოციალურ დახმარებას 400-მდე ვეტერან სპორტსმენს აძლევს. სხდომაზე გადაწყდა 16 ადამიანისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევაც.