პსჟ-ს ფორვარდის კილიან მბაპეს კონტრაქტი – უმსხვილესია სპორტის ისტორიაში.
ამაზე მეტყველებს Le Parisien-ის მონაცემები. 3 წლის განმავლობაში ფეხბურთელმა შესაძლოა 636 მლნ ევრო იშოვოს (გადასახადების გამოკლებამდე).
ხელფასი შეადგენს 72 მლნ ევროს წელიწადში, ხელშეკრულების გაფორმების ბონუსი – 180 მლნ-ია, რომელსაც სამ ეტაპად გადაუხდიან.
ასევე მბაპეს შეუძლია ლოიალობის ბონუსის იმედი ჰქონდეს. 2023 წლის ზაფხულში ის 70 მლნ-ს მიიღებს, 2024-ში – 80 მლნ-ს, ხოლო 2025-ში – 90 მლნ-ს.
ადრე დაიწერა, რომ ფორვარდი აპირებდა კლუბის გამოცვლას მიუხედავად საჯაროდ საპირისიპირო განცხადებებისა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 10 გოლი გიტანა.