LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტინგმა სიმსივნით დაავადებულ 5 წლის ბიჭს კონტრაქტი გაუფორმა

99

ლისაბონის ”სპორტინგმა” 5 წლის გულშემატკივართან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.

5 წლის ფრანცისკოს სიყვარულმა ”სპორტინგისა” და პორტუგალიური ფეხბურთის მიმართ ძალიან იმოქმედა ლისაბონურ კლუბზე. ”სპორტინგი” დაავადებულ ბიჭს დაუკავშირდა, მოუწყო ნამდვილი ფოტოსესია და კონტრაქტიც გაუფორმა. შეთანხმების თანახმად, გუნდი საშინაო მატჩზე ”ლიონის” წინააღმდეგ სწორედ ამ ბიჭმა გაიყვანა 30 ათასი ფანის წინაშე.

”სპორტინგის” პრეზიდენტი ბრუნო კარვალიო: ”ეს დიდი შენაძენია, რომელიც აჩვენებს, რა არის ”სპორტინგი”. კლუბს 110-წლიანი ისტორია აქვს, ისეთი ადამიანებით კი, როგორიც ფრანცისკოა, მარტივად გაივლის კიდევ 110 წელიწადს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები