LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტი და ტრაგედია: ისტორიის უდიდესი ავიაკატასტროფები

536

სამხრეთ ამერიკაში ტრაგედია დატრიალდა: სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რომელსაც ბოლივიიდან კოლუმბიაში ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ წევრებიც გადაყავდა.

გავიხსენოთ მსოფლიო სპორტის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი ტრაგედიები.

 

 

4 მაისი, 1949 წელი
ტურინი, იტალია

torinoo
საფეხბურთო კლუბი ”ტორინო” ლისაბონიდან ტურინში ბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც ამხანაგური გასვლითი მატცჩი გამართა ”ბენფიკასთან”. ტურინთან ახლოს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა, 31 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ფეხბურთელების გარდა იყვნენ კლუბის წარმომადგენლები და ცნობილი ჟურნალისტები, ”ტუტოსპორტის” დამფუძნებლის, რენატო კასალბორეს ჩათვლით.

 

6 თებერვალი, 1958 წელი
მიუნხენი, გერმანია

manchesteri
საფეხბურთო კლუბი ”მანჩესტერ იუნაიტედი” ”რედ სტარ ბელგრადთან” გამართული ევროპის თასის (ახ. ჩემპიონთა ლიგა) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად ბელგრადიდან მანჩესტერში, მიუნხენის გავლით მიფრინავდა. თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის შედეგად ბორტზე მყოფი 44 ადამიანიდან 20 ადგილზე, 3 კი მოგვიანებით გარდაიცვალა. მიუნხენის კატასტროფას ცოცხალი 19 ადამიანი გადაურჩა. მიუნხენის ტრაგედიას ფილმიც მიუძღვნეს „მიუნხენი“.
15 თებერვალი, 1961 წელი
ბრიუსელი, ბელგია

figur

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედია ბოინგ 707-0-ის კატასტროფის შედეგად დატრიალდა. თვითმფრინავში, რომელიც ნიუ-იორკიდან პრაღაში მიფრინავდა, 73 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის აშშ-ს ფიგურული სრიალის ნაკრების სრული შემადგენლობა, რომელიც ჩეხეთში (მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში) მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა. კატასტროფას თვითმფრინავში მყოფი უკლებლივ ყველა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
13 ოქტომბერი, 1972 წელი
ჩილე, ანდები

urugvai
ურუგვაის საჰაერო ძალების რეისი 571-ის კატასტროფა ისტორიაში დარჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული.
რეისი, რომლის 45 მგზავრს შორის უმრავლესობა ურუგვაის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი იყო, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიფრინავდა, კატასტროფა კი ანდების მთებში განიცადა. მგზავრების და ეკიპაჟის წევრების დიდი ნაწილი ადგილზევე გარდაიცვალა, ნაწილი კი იქამდე, ვიდრე სამაშველო ოპერაცია დასრულდებოდა. ”ანდების სასწაულს” (El Milagro de los Andes) საბოლოოდ მხოლოდ 16 ადამიანი გადაურჩა, რომელთა პოვნაც მაშველებმა მხოლოდ კატასტროფიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, 23 დეკემბერს შეძლეს. ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით ფილმიც არის გადაღებული.

 

8 ივლისი, 1960 წელი
დანიის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების წევრები – 8 გარდაცვლილი (მხოლოდ პილოტი გადარჩა).
3 აპრილი, 1961 წელი
საფეხბურთო კლუბი green cross (ჩილე) – 24 გარდაცვლილი, მათ შორის 8 პროფესიონალი ფებხურთელი. მიიჩნევა ჩილეს ისტორიაში ყველაზე საშინელ ავიაკატასტროფად.
26 სექტემბერი, 1969 წელი
საფეხბურთო კლუბი The Strongest (ბოლივია) – ცნობილია როგორც ვილოკოს ტრაგედია: თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, ჯამში 83 ადამიანი გარდაიცვალა.
11 აგვისტო, 1979 წელი
„ფახთაქორი“
თვითმფრინავი ტუ-134-ით ტაშკენტელი ფეხბურთელები მინსკში მიფრინავდნენ მორიგი მატჩის სათამაშოდ. უკრაინის ცაზე თვითმფრინავი 8400 მეტრის სიმაღლეზე ანალოგიურ საჰაერო ხომალდს შეეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები