გამოცემა The Sun იუწყება, რომ ბრიტანული ჯგუფი Spice Girls მალე ახალ ჰიტს გამოუშვებს. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ, ზაფხულში მოხდება, მას შემდეგ რაც გოგონების მუსიკალური ტურნე აიღებს სტარტს.
პირველი ერთობლივი კონცერტი ჯგუფის წევრებმა ივნისში დაგეგმეს. ცნობილია ისიც, რომ გოგონებმა კოლაბორაციისთვის DJ Diplo-ს მიმართეს, რომელიც მათი დიდი თაყვანისმცემელია და სურს, ახალ თაობას საყვარელი ჯგუფის შემოქმედება გააცნოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მელანიმ ბიმ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წლების წინ ჯერი ჰოლიუელთან სექსი ჰქონდა. იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ აღიარებას ჯგუფის გაერთიანება გადაედო, თუმცა, ეს ვარაუდი არ გამართლდა.